ზურაბ ბატიაშვილი - ორივე მხარე თავს გამარჯვებულად აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან რთული ვითარებაა

ავტორი
Front News საქართველო
ორივე მხარე თავს გამარჯვებულად აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან რთული ვითარებაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში რაიმე ტიპის შეთანხმებაზე და მით უმეტეს, ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება შეუძლებელია.
"ის, რომ ორივე მხარე თავს გამარჯვებულად აცხადებს, ნიშნავს, რომ ძალიან რთული ვითარებაა. ორივე მხარეს მაქსიმალისტური მოთხოვნები ექნება მოლაპარაკებებზე და ძალიან ძნელი იქნება შეთანხმება იმ ძალიან განსხვავებულ პოზიციებზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც ათწლეულები ვერ თანხმდებიან მხარეები. ძალიან ძნელია ასეთ ვითარებაში ორ კვირაში მიაღწიო შეთანხმებას, მით უმეტეს, რომ ორივე მხარე საკუთარ უპირატესობას წარმოაჩენს. ირანელები საერთოდ აცხადებენ, რომ გაიმარჯვეს ამ ომში, მეორე მხარე აცხადებს, რომ უპირატესობა აქვს. კამათი არ შეიძლება იმაზე, რომ უპირატესობა აშშ-ს და ისრაელს აქვთ, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ირანის მხარე სხვაგვარად პოზიციონირებს და მას მიაჩნია, რომ უკეთესი პირობები აქვს, ჰორმუზის სრუტეზე კი გადასახადების დაწესებას ითხოვს, რომელიც მიუღებელია, რომელიც ომამდეც არ იყო, აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმდნენ. ბირთვული პროგრამა ამ ომის დაწყების მიზეზი იყო.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, დაიწყება, მაგრამ, მგონია, რომ ეს დროის გაწელვა იქნება და მეტი არაფერი. დროის გაწელვა კი უფრო ირანს აწყობს, რომ რამენაირად თავი გადაირჩინოს", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ბატიაშვილი




