ზურაბ ბატიაშვილი - ქმედით ნაბიჯებს ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი ვერ გადადგამს იმისთვის, რომ ირანის რეჟიმი შეინარჩუნონ

ავტორი
Front News საქართველო
რეგიონში აღარ რჩება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა შეერთებული შტატებისა და ისრაელის კოალიციას, რომელსაც შეიძლება არაბული ქვეყნებიც დაემატოს. ეს შეიძლება გახდეს სხვა სურათის შექმნის საფუძველი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა
მისივე თქმით, ქმედით ნაბიჯებს ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი ვერ გადადგამს იმისთვის, რომ ირანის რეჟიმი შეინარჩუნონ.
"ქმედით ნაბიჯებს ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი ვერ გადადგამს იმისთვის, რომ ირანის რეჟიმი შეინარჩუნონ. რეალურად, კიდევ რჩებიან რეგიონში მოკავშირეები, მაგრამ ისინიც დასუსტებულები არიან, მხედველობაში მაქვს ე.წ. ფროქსი ძალები - "ჰეზბოლა", "ჰამასი", "ჰუსიტები", მაგრამ იმდენად დასუსტდნენ ისრაელის წინააღმდეგ ომში, რომ რეალური ნაბიჯების გადადგმა მათაც არ შეუძლიათ. რეგიონში აღარ რჩება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა შეერთებული შტატებისა და ისრაელის კოალიციას, რომელსაც შეიძლება არაბული ქვეყნებიც დაემატოს. ეს შეიძლება გახდეს სხვა სურათის შექმნის საფუძველი, სურათის, სადაც ახლო აღმოსავლეთი ძირეულად შეიცვლება, თუ აქამდე იყო მიზიდულობის ძალა ერთი დიდი ირანის სახით და დანარჩენები მას უწევდნენ წინააღმდეგობას, თუ ირანის რეჟიმი ჩამოიშალა, მაშინ შეიძლება მივიღოთ პროდასავლური ირანი, რომელიც ნავთობით და გაზის საშუალებით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასაც მოახდენს და შეიძლება გახდეს ის ძალა, რომელიც თვითონ იქნება მიზიდულობის კერა სხვა პროამერიკული ძალებისა რეგიონში", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანს დაარტყა. ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. დაიღუპნენ სხვა ოფიციალური პირებიც. ამ თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გამოაცხადა უპრეცედენტო სამხედრო პასუხის დაწყების შესახებ, ტრამპი თავის მხრივ, ირანს დაემუქრა უპრეცედენტო დარტყმით შემდგომი ესკალაციისა და ახალი თავდასხმების შემთხვევაში. ამჟამად, ორ მხარეს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში სრული ძალით გრძელდება და არ შეჩერდება, ვიდრე ყველა დასახული მიზანი მიღწეული არ იქნება.
თაგები:
ზურაბ ბატიაშვილი




