ზურაბ ბატიაშვილი - რუსეთი ვეღარ ცვლის ადრე დაყენებულ მოთხოვნას, უკრაინული ჯარები კი უკან დახევას არ აპირებენ

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი ვეღარ ცვლის ადრე დაყენებულ მოთხოვნას, რომ დონბასი უკრაინული ჯარებისგან სრულად დაიცლოს, უკრაინული ჯარები კი უკან დახევას არ აპირებენ, ამიტომ, ბრძოლა იქნება სისხლისმღვრელი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია, ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს.
"პუტინს ჰგონია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის გამარჯვება და ამ წარმოსახვითი გამარჯვებისთვის სწირავენ ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. რუსეთს უკრაინის ფრონტზე გამარჯვების არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ ისევ საზარბაზნე ხორცად იყენებს ადამიანებს, როგორც ეს სჩვევია რუსეთის იმპერიას. ისინი მოქმედებენ ძველი სქემებით, უბრალოდ, ახლა წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, შეიცვალა მოქმედების ტაქტიკა და ტექნიკა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის არა მხოლოდ ნელი, მაგრამ მაინც წინსვლისა, არამედ მათ უკან დახევას გარკვეულ მონაკვეთებში და ასევე ვხედავთ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე სერიოზულ შეტევას და ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება კიდეც. ვფიქრობ, რომ რუსები მაინცდამაინც ამას არ გამოიყენებენ იმიტომ, რომ პუტინისთვის დამღუპველია ნებისმიერი შეთანხმება იმიტომ, რომ ის ფიქრობს, რომ საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში, დაკარგავს ძალაუფლებას და ამის შემდეგ სიცოცხლესაც.
აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები - რუსეთი ვეღარ ცვლის ადრე დაყენებულ მოთხოვნას, რომ დონბასი უკრაინული ჯარებისგან სრულად დაიცლოს, უკრაინული ჯარები კი უკან დახევას არ აპირებენ, ამიტომ, ბრძოლა იქნება სისხლისმღვრელი და ბოლომდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას შეუძლია, ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ბატიაშვილი




