ზურაბ ბატიაშვილი - სერიოზული დარტყმა იქნება პრესტიჟისთვის, თუ პუტინმა დაიწყო იქ სიტყვით გამოსვლა და წამოვიდა უკრაინული დრონები

ავტორი
Front News საქართველო
სერიოზული დარტყმა იქნება პრესტიჟისთვის, თუ პუტინმა დაიწყო იქ სიტყვით გამოსვლა და წამოვიდა უკრაინული დრონები, ამ შემთხვევაში, დაცვა იძულებული იქნება, გადამალოს პუტინი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი ახლა იმაზე მეტადაა შეშინებული, ვიდრე ოდესმე.
"სამხედრო ტექნიკა თუ განადგურდა 9 მაისის მოედანზე, ეს იქნება დიდი სირცხვილი რუსეთისთვის და სერიოზული დარტყმა პრესტიჟისთვის. ასევე, სერიოზული დარტყმა იქნება პრესტიჟისთვის, თუ პუტინმა დაიწყო იქ სიტყვით გამოსვლა და წამოვიდა უკრაინული დრონები, ამ შემთხვევაში, დაცვა იძულებული იქნება, გადამალოს პუტინი, რომელიც უნდა გამოვიდეს სიტყვით და საკუთარი მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ომს იგებენ და ამ დროს თავად პუტინის უსაფრთხოებას ვერ იცავენ.
დიდი ნაწილი თავდაცვის სისტემების სპეციალურად ამ დღისთვის მოსკოვში გადაიტანეს და მოაშიშვლეს მათ შორის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები და შეიძლება ამით ისარგებლოს უკრაინამ და სწორედ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უფრო მეტი შეტევა განახორციელოს, ვიდრე აქამდე.
პუტინი საფრთხეს ყოველთვის გრძნობდა, მაგრამ ახლა მომატებულია ეს გრძნობა იმიტომ, რომ არც წარმატებაა უკრაინის ფრონტზე, პირიქით, რუსეთის ეკონომიკა ნადგურდება, რუსეთის და პირადად მისი პრესტიჟი კი ეცემა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში თანახმა არიან, თუ იქნება გამარჯვება, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ, მაგრამ ამ შემთხვევაში, გამარჯვება არ არის, მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ომს და შედეგი, ფაქტობრივად, ნულია, აქედან გამომდინარე, ის შიშობს, რომ გარკვეულ წრეებში იყოს შიშის განწყობა, მათ შორის ოლიგარქების მეშვეობითაც, რადგან ოლიგარქები დიდ თანხებს კარგავენ ამ ომში", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში 9 მაისის აღლუმი წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.
თაგები:
ზურაბ ბატიაშვილი




