ზურაბ ბატიაშვილი - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეალური შეთანხმება პუტინს არ სურს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მიზანი აღადგინოს საბჭოთა კავშირი, არ შეცვლილა


ავტორი
Front News საქართველო
პუტინის მიზანი აღადგინოს საბჭოთა კავშირი, არ შეცვლილა და ამიტომ ითხოვს უკრაინის კაპიტულაციას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცეცხლის რეალური შეწყვეტა პუტინს არ სურს.
"ტრამპის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ტრამპს რამდენიმე პრიორიტეტი აქვს - ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი და მხოლოდ მერე არის ევროპა და რუსეთ-უკრაინის ომი, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ტრამპის გადმოსახედიდან ეს ვიზიტი.
რაც შეეხება დაგეგმილ შეხვედრას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეალური შეთანხმება პუტინს არ სურს, იქიდან გამომდინარე, რომ პუტინის მიზანი აღადგინოს საბჭოთა კავშირი, არ შეცვლილა და ამიტომ ითხოვს უკრაინის კაპიტულაციას და თუ თვითონ არ ჩავიდა, თუ ვიღაცა გააგზავნა შეხვედრაზე, ჩამოწერილი ექნება მოთხოვნები, მუხლები და ამას უკრაინა არ დათანხმდება.
პუტინისთვის, როგორც ყველა დიქტატორისთვის სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვს, პუტინმა თურქეთი შეარჩია მოლაპარაკებების ადგილად", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
დღეს, თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი.
თაგები:
ზურაბ ბატიაშვილი