
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან დეივ ჰედლესტონთან.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ზურაბ ჭაბაშვილმა დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებსა და დანაყოფის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერმა მადლობა გადაუხადა დანაყოფის ხელმძღვანელს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს