Logo

ზურაბ ჩხაიძე – დასრულებულია კვლევები და მზია ამაღლობელი გააგრძელებს მკურნალობას ჰოსპიტლის პირობებში

საზოგადოება
486
Frontnews image description

ჩვენთან არის, მდგომარეობა სტაბილურია. თავისი ფეხით შემოვიდა, კონტაქტური და ადეკვატურია, – ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.

“პაციენტი ჩვენთან შემოვიდა კონტაქტური, ადეკვატური, გონების კარგვის ეპიზოდი კლინიკაში არ ყოფილა. მისი გადმოცემით, მას არ აღუნიშნავს გონების კარგვის ეპიზოდი.

შეთავაზებულია ჰოსპიტალური მკურნალობა, რაზეც ის დათანხმდა და გააგრძელებს მკურნალობას ჰოსპიტლის პირობებში. მდგომარეობა სტაბილურია.

რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები არის ანალიზებში, კიდევ განვმეორდებით, ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭირო გახდება, ინსტრუმენტული კვლევებიც და მისი მდგომარეობის შესაბამისად, შემდგომ გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა და ხანგრძლივობა”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” რჩება.

Advertisement