
ავტორი
Front News საქართველო
“ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსზე PCR ტესტი გაუკეთეს და პასუხი უარყოფითია.
“პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გუშინ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსზე PCR ტესტი განმეორებით გავუკეთეთ და უკვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. გუშინვე გადამოწმდა მისი სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზები და უნდა ითქვას, რომ ანალიზების ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება.
დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური, კოვიდინფექციაზე ტესტი არის უარყოფითი. მე მგონი, ეს მის მომხრეებსა და მხარდამჭერებს უნდა უხაროდეთ, მაგრამ მე მგონი, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური”, – განაცხადა ჩხაიძემ.
თაგები:
ზურაბ ჩხაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს