
ავტორი
Front News საქართველო
“ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ მომხდარა. ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, დანამატები და ა.შ., ნაკლებად სრულდება და ძირითადად არის სიმპტომურ მკურნალობაზე. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, პერიოდულად ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და ეს პროტოკოლის შესაბამისად კეთდება. მაისში გაკეთებული ჰქონდა აღნიშნული კვლევა მძიმე მეტალების შესახებ. არა იმიტომ, რომ რაიმე ეჭვი იყო, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში, მისი დაავადებიდან გამომდინარე. ეს კვლევა ჩვენ მიერ იყო შესრულებული და გარკვეული დროის შემდეგ მოხდა გადამოწმება. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და იქიდან მივიღეთ შესაბამისი დასკვნა, რომ მეტალების შემადგენლობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. აქ ინტოქსიკაციაზე არ იყო საუბარი.
მოდით, წონაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. პერიოდულად აღენიშნება ტემპერატურა, მაგრამ მაინც რჩება ნორმის ფარგლებში. კვებას რაც შეეხება, გრძელდება 400-500 კილოკალორიის ფარგლებში, მეტი არაფერი. ჩვენი თვითმიზანი არ არის წონის კონტროლი, რადგან პაციენტის რეაქციაც ამაზე არაერთგვაროვანია, ამიტომ, როდესაც თვითონ გადაწყვეტს, მაშინ მოხდება მისი აწონვა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
თაგები:
ზურაბ ჩხაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს