ზურაბ ჩხაიძე – მზია ამაღლობელმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს


ავტორი
Front News საქართველო
პაციენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს, – ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა უცვლელი რჩება.
“მისი ზოგადი მდგომარეობა რჩება იგივე. ძირითადად უჩივის ზოგად საერთო სისუსტეს და პაციენტს უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, მხარდამჭერი თერაპია. იცით, რომ ჩატარდა საკონტროლო დამატებითი ლაბორატორიული კვლევები.
შედეგების ნახვის შემდგომ მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ და პაციენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
თაგები:
ზურაბ ჩხაიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს