
ავტორი
Front News საქართველო
კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კვების რაციონი “შედარებით გააფართოვა”.
“მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. მე არ ვიცი, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ რაც ფაქტია, არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში, უფრო გაფართოვდა რაციონი და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ კიდევ ე.წ. გარე ძალები არ ჩაერევიან.
გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა და ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები, მე ვგულისხმობ ადვოკატებს. მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როდესაც სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა, გუშინ ყველას დაანახეს თავიანთი დარგის სრული უვიცობა. ის, რომ აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებული არიან იმ დარგში, რაზეც ახლა მუშაობენ. მესმის, რომ სამედიცინო სამართლის სპეციალისტებს საქართველოში არ ამზადებენ, მაგრამ ამ საქმით როდესაც დაკავებული ხარ ცხრა თვის განმავლობაში, ელემენტარული რაღაც უნდა წაეკითხათ და უნდა სცოდნოდათ, რაზე ესაუბრათ. აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ და ეს გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა სასამართლო პროცესზე”, – განაცხადა ჩხაიძემ.
თაგები:
ზურაბ ჩხაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს