
ავტორი
Front News საქართველო
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ კლინიკის პერსონალზე, ასევე მასზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება.
მისივე თქმით, ყველა ეს პირი დასახელდება.
“კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს, წარმოუდგენელი მუქარების ქვეშ. უკვე გადავიდნენ მუქარებზე, არა ჩვენზე კონკრეტულად, არამედ ოჯახის წევრებზეც. ამიტომ ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით დაკავდება შესაბამისი სამსახურები, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ყველა ამ ქმედებას მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ჩხაიძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის გონების დაკარგვას, ჩხაიძის თქმით, მედპერსონალი შემთხვევის დროს ადგილზე არ ყოფილა.
“პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას, როგორც თვითონ ამბობს. ექთნის მიერ ნანახი იქნა უკვე უშუალოდ საწოლში პაციენტი და მან განუცხადა ის რაც მოხდა, როდესაც ის შევიდა ტუალეტში. არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება, როგორც თვითონ ამბობს, არც ტკივილს უჩივის, ამბობს, რომ არც თავის დარტყმა არ ყოფილა”, – განაცხადა ჩხაიძემ.
თაგები:
ზურაბ ჩხაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს