ზურაბ დოიჯაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

ავტორი
Front News საქართველო
მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის ცხედარი ისრაელიდან საქართველოშის ჩამოასვენეს.
ცხედარს აეროპორტში მომღერლის ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
სამოქალაქო პანაშვიდი 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან დაიწყება.
ზურაბ დოიჯაშვილს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი მძიმე დაავადებას ებრძოდა. იგი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
თაგები:





