Logo

ზურაბ ჯაფარიძე 7-საათიანი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

საზოგადოება
576
Frontnews image description

"გირჩი – მეტი თავისუფლება" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ფორმულას" ეთერში" დეტალურად აღწერს პროცედურას, როგორ დაიწყო და რა ფორმატში გაგრძელდა მედიაცია, რა ხდებოდა 7-საათიან შეხვედრაზე, რომელიც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

"პროცესი ასეთი იყო: დაგვირიგეს ტექსტი და პარტიები ინდივიდუალურად გაგვანაწილეს ცალკე ოთახებში, სადაც გვქონდა ერთი საათი, ცოტა მეტი დრო, გვეფიქრა ამ დოკუმენტზე. ამ პროცესში ჰქონდათ ინდივიდუალური კონსულტაციებიც, მათ შორის ჩემთანაც. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეგვკრიბეს, როგორც ჩანს უკვე იცოდნენ ორივე მხარის პოზიციები, რომ არც ერთი მხარე არ იყო თანახმა ხელი მოეწერა და თვითონ დანიელსონმა დაიწყო მერე ინდივიდუალური კონსულტაციები. ბოლოს, ერთიანი შეხვედრა იყო, სადაც მოვისმინეთ "ქართული ოცნების" პოზიციაც რაც იყო.

ისინი სინამდვილეში იტყუებიან, რასაც ამბობენ. თუ ხელის მოწერა უნდოდათ, მოეწერათ, ამისთვის საჭირო საერთოდ არ იყო მეორე მხარის ხელმოწერა. ყველაზე ზუსტი სიტყვა ალბათ, რაც აღწერს მათ ქმედებას არის "ვირეშმაკობა", მათ ჰქონდათ მცდელობა ჯერ ოპოზიციას დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, იცოდნენ, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილზე არ დათანხმდებოდა, რომ ეთქვათ, აი, ოპოზიცია არ აწერს ხელსო. მინდა ვთქვა, რომ ბატონი დანიელსონის დამსახურებაა, რომ ის მართლა პატიოსნად, ღირსეულად მოიქცა, აიძულა ისინი, ბევრი, ერთი და იგივე შეკითხვის ბევრჯერ გამეორებით, უთხრა, რომ ეს ორი საკითხი საერთოდ დავივიწყოთ და დანარჩენ 3 საკითხთან მიმართებაში ხართ თუ არა თანახმა ხელი მოაწეროთო, რაზეც ისინი თავიდან ისხლიტავდნენ ამ პასუხს და ინგლისურად ამბობდნენ რაღაცებს, ჩონჩხზე ვართ პრინციპში თანახმაო. შემდეგ მოუწიათ კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება არა იმ 2 პრობლემურ, არამედ დანარჩენ 3 პუნქტზე და უცებ გაირკვა, რომ არაფერზე თანხმდებოდნენ – არც მართლმსაჯულების ნაწილში, არც საარჩევნო პუნქტის ქვეშ და არც ძალაუფლების განაწილების ნაწილში, რომელიც არავისთვის საინტერესო და კრიტიკული საკითხი არ იყო" – აცხადებს ჯაფარიძე.

ის გამოეხმაურა დანიელსონისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის თემასაც, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი რურუას შეწყალების საკითხს ეხებოდა. 

"როგორც ვიცი, ბატონ დანიელსონსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრები ეხებოდა გიორგი რურუას შეწყალების თემას, მაგრამ ქალბატონმა ზურაბიშვილმა უარი თქვა ამ გზის გამოყენებაზე. არამგონია ვინმეს სჯეროდეს, რომ ეს მართლა სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, როგორც ჩანს მითითება ჰქონდა ივანიშვილისგან ეს გზა არ გამოეყენებინა", – განაცხადა ჯაფარიძემ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მედიაციით გამართული, მოლაპარაკების მორიგი რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა. არც ერთმა მხარემ დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები