ზურაბ ჯაფარიძე - 9 აპრილს რა ერთობაც შეიკრა, რაღაც მსგავსი ტიპის ეროვნული კონსოლიდაცია გვჭირდება ახლაც

ავტორი
Front News საქართველო
9 აპრილს რა ერთობაც შეიკრა, როცა მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე საერთო გამოწვევის წინაშე, საერთო იდეის გულისთვის, რაღაც მსგავსი ტიპის ეროვნული კონსოლიდაცია გვჭირდება ახლაც, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 9 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია ამ ქვეყნის ისტორიაში.
"9 აპრილს რა ერთობაც შეიკრა, როცა მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე საერთო გამოწვევის წინაშე, საერთო იდეის გულისთვის, რაღაც მსგავსი ტიპის ეროვნული კონსოლიდაცია გვჭირდება ახლაც.
"ქართული ოცნებიდან" თუ მოვლენ, საინტერესო იქნება მათი სახეების შეხედვა. ეს არის ხალხი, რომლებმაც, პრაქტიკულად, ქვეყანა ჩააბარეს ოკუპანტს, ჩააბარეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა ეს ქვეყანა, სწორედ ოკუპანტმა აქ მოაწყო სისხლის ღვრა 1989 წლის 9 აპრილს. მე მაინტერესებს, თუ მოვლენ, შევხედავ, დავაკვირდები", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები არიან შეკრებილი.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




