
ავტორი
Front News საქართველო
ახლა მთავარი გზავნილი არის, რომ გამარჯვების გზა გადის ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე, რომელიც გამოვა ქუჩაში და რომელიც უკან დაახევინებს და ჩამოშლის ამ რეჟიმს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას თავზე აზის ერთი მუჭა კლეპტოკრატების ჯგუფი, რომლებმაც შეჭამეს ყველაფერი.
"მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, წარმატებული, რომ ეს ქვეყანა აძლევდეს შესაძლებლობას ჩვენს მომავალ თაობებს, ასეთი მოქალაქეები ვართ აბსოლუტური უმრავლესობა. ამ ქვეყანას თავზე აზის ერთი მუჭა კლეპტოკრატების ჯგუფი, რომლებმაც შეჭამეს ყველაფერი.
ახლა მთავარი გზავნილი არის, რომ გამარჯვების გზა გადის ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე, რომელიც გამოვა ქუჩაში და რომელიც უკან დაახევინებს და ჩამოშლის ამ რეჟიმს. სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს, ეს არის გამარჯვების გზა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
დღეს ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს. მსვლელობა თსუ-ის პირველი კორპუსიდან 19:00 საათზე დაიწყება და პარლამენტთან გადაინაცვლებს.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს