ზურაბ ჯაფარიძე – ამ არჩევნებს, ამ პარლამენტს და ამ პარლამენტის გადაწყვეტილებებს არ აღიარებს არავინ, ჩვეულებრივი მასკარადია


ავტორი
Front News საქართველო
ამინდითაც რომ რუსეთში გავიღვიძეთ დღეს, არხანგელსკის ამინდია, ამ ყინვაში რომ ამდენი ხალხი გარეთ რომაა გამოსული, ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ამის გაჩერება შეუძლებელია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
“არანაირი პრეზიდენტის არჩევა იქ არ ხდება, ეს არის შაპიტო, ასე პატარა ბავშვები თამაშობენ. მთავარი არის აღიარება. ამ არჩევნებს, ამ პარლამენტს და ამ პარლამენტის გადაწყვეტილებებს არ აღიარებს არავინ. ჩვეულებრივი მასკარადია.
მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იყოს გარეთ. ხალხი არ აღიარებს, ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს და გარედან არავინ აღიარებს. აღიარება კი არა სანქციები მოხვდებათ ახლა ძალიან მალე.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, თვითონაც ესმით, რომ ეს იზოლაცია კარგს არაფერს მოუტანთ. რას იზამს ეს ყაველაშვილი ირანში ჩავა? ივლის აქეთ იქით უნგრეთში? მეტი ხელს არ ჩამოართმევს არავინ. სასაცილო ფიგურა, ბიძინას მორიგი ზებრაა. ცხადია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ აღიარება მიიღონ, მაგრამ შანსი არ აქვთ, გამორიცხულია.
ამინდითაც რომ რუსეთში გავიღვიძეთ დღეს, არხანგელსკის ამინდია, ამ ყინვაში რომ ამდენი ხალხი გარეთ რომაა გამოსული, ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ამის გაჩერება შეუძლებელია”, – განაცხადა ჯაფარიძემ “მთავართან”.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე – მერე ისევ რამეს ჩაიდენენ და ამ ნაბიჯებს ხელახლა გავდივართ, ესენი კი რჩებიან ხელისუფლებაში და აგრძელებენ ცხოვრებით ტკობას

ზურაბ ჯაფარიძე – ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით და არ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას

სერგო ჩიხლაძე – ამ არჩევნებს არ ექნება აღიარება არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არცერთი დემოკრატია ამას არ აღიარებს და რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება