
ავტორი
Front News საქართველო
არ გამოვრიცხავ, რომ ციხეში აღმოვჩნდე. შესაძლოა, გათვლა აქვთ ამათ, რომ მე აქედან გავიქცევი, აშშ-ის საელჩოში გადავირბენ და შევეხვეწები, რომ ქვეყანაში დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ათას პრობლემაზე თვალი დახუჭონ, რადგან სექტემბერში მიჭერენ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესების დაჩქარებაც განგებაა დაწყებული.
"არ გამოვრიცხავ, რომ ციხეში აღმოვჩნდე. შესაძლოა, გათვლა აქვთ ამათ, რომ მე აქედან გავიქცევი, აშშ-ის საელჩოში გადავირბენ და შევეხვეწები, რომ ქვეყანაში დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ათას პრობლემაზე თვალი დახუჭონ, რადგან სექტემბერში მიჭერენ. ეს არ მოხდება.
საბოლოოდ, არაფერი არ იცვლება, ამ ბრძოლას ის სტრატეგია მოიგებს, რომელიც ალიანსს აქვს გაცხადებული, არაღიარება, არშეგუება, ქვეყნის შიგნით პროტესტის გაფართოება და ამის მცდელობა, რომელსაც აქეთა ფლანგზე ერთმანეთში დაპირისპირება უშლის ხელს, მაგრამ დავლაგდებით როცა იქნება და წნეხი გარედან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს