
ავტორი
Front News საქართველო
თავზე აქვს ერთი ნახეთქი და ნაკერი ადევს, ტვინის შერყევა აქვს და სახეზე ეტყობა ნაჭდევები, სავარაუდოდ, ხელკეტისგან ან ჯოხისგან, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ძმის, გია ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებზე თავდასხმა არის რუსული მმართველობის სტილი.
“თავზე აქვს ერთი ნახეთქი და ნაკერი ადევს, ტვინის შერყევა აქვს და სახეზე ეტყობა ნაჭდევები, სავარაუდოდ ხელკეტისგან ან ჯოხისგან. ერთ საღამოს, ასე ორკესტრირებულად რომ ხდება თავდასხმები რამდენიმე ადამიანზე, გასაგებია ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. მე არ მაქვს რამე მოლოდინი გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. მაქსიმუმ, შეიძლება საქმე აღძრან, მერე დროში გაიწელება და როგორც იციან ხოლმე, იტყვიან დაელოდეთ გამოძიებასო. სინამდვილეში, ეს არის რუსული მმართველობის სტილი, როდესაც ისინი გებრძვიან ნახევრად კრიმინალური და პარალელურად, ვითომ ლეგალური გზებით”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს