ზურაბ ჯაფარიძე – არ მგონია, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება ამერიკის საგარეო პოლიტიკა და დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში


ავტორი
Front News საქართველო
მე რასაც ვუსმენ, არსებობს ორი უკიდურესობა, ტრამპის პრეზიდენტობა ან დაგვღუპავს ან აგვაშენებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება ამერიკის საგარეო პოლიტიკა და დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში.
“მე რასაც ვუსმენ, არსებობს ორი უკიდურესობა, ტრამპის პრეზიდენტობა ან დაგვღუპავს ან აგვაშენებს. მე მგონია, რომ ეს ამბავი, სადღაც, შუაში იქნება. არ მგონია, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება ამერიკის საგარეო პოლიტიკა და დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ტრამპისთვის შეიძლება იყოს გარკვეული კორექტივები ამერიკის საგარეო აქტიურობასთან მიმართებაში, რადგან ამერიკაში დაარსების დღიდან არსებობს ბანაკი, რომელიც ამერიკულ იზოლაციონიზმს აწვებოდა და აწვება დღემდე, ეს სენტიმენტები მომატებულია, მაგრამ ფუნდამენტურად არაფერი შეიცვლება.
“ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს ტრამპის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, უკრაინასთან მიმართებაში, რომ ის დაასრულებს ამ ომს და უკრაინის ტერიტორიები აღმოჩნდება რუსების მიერ ოკუპირებული და რუსები გამოვლენ, იტყვიან, რომ ომი ძალიან ცუდია და უკრაინისთვის ეს იყო დამღუპველი, აი, ეს უხარია ბიძინას და არა ის, რომ ტრადიციულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა ამერიკაში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე – ივანიშვილს სააკაშვილი როგორც საფრთხობელა, ისევ სჭირდება და არ მგონია, ციხიდან გაუშვას

ზურაბ ჯაფარიძე – ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით და არ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას

ზურაბ ჯაფარიძე – დღეს უნდა დაინახოს ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ და არ დავთმობთ თავისუფლებას!