
ავტორი
Front News საქართველო
არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს რუსები. ეს პროტესტი და წინა პროტესტებიც ამისკენ არის მიმართული, რომ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მოქალაქეებს რუსულ პროპაგანდას ახვევს თავს.
“ამ ქვეყნის მოქალაქეებს წაართვეს არჩევანი, რომელიც მათ 26 ოქტომბერს გააკეთეს და ეს არჩევანი იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს ქვეყანა უნდა წავიდეს დასავლეთისკენ, ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი გახდეს და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანდეს, რათა ჩვენს შვილებს დავუტოვოთ სამშვიდობოს გაყვანილი ქვეყანა, რომელიც იქნება სტაბილური. ეს არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს რუსები. ეს პროტესტი და წინა პროტესტებიც ამისკენ არის მიმართული, რომ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თბილისში აქცია-მსვლელობა “დაიბრუნე ხმა” მიმდინარეობს.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს