
ავტორი
Front News საქართველო
ამ კანონის მიღება ნიშნავს უარის თქმას რეფორმებზე, უარს ევროპულ გზაზე და უარს ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ 2030 წელს, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებას ” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ კანონს, ყველამ უნდა გაიაზროს.
“მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება და რა ნაბიჯია ეს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ამ კანონის მიღება ნიშნავს უარის თქმას რეფორმებზე, რომელიც გვჭირდება, უარს ევროპულ გზაზე და უარს ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ 2030 წელს, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრები. ასეთი შესაძლებლობა ამ ქვეყანას არ ჰქონია არასდროს და ამ ფანჯარას გვიხურავენ ესენი საკუთარი ინტერესების გამო. ამის გააზრება, გამოსვლა და გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ მსვლელობა დაიწყო. “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს