
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ხომ ბევრი ხალხია და გეგმა არის ამაზე მეტი ადამიანის გამოყვანა ქუჩაში, იმდენი ადამიანის გამოყვანა, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს აქცია შედგა და ადამიანების რაოდენობა უკვე აჩვენებს იმას, რომ არავინ გაჩერებას არ აპირებს.
"ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც აქედან წასვლას არ აპირებენ და აპირებენ თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე, სანამ არ გაიმარჯვებენ.
ჩემი აზრით, ეს აქცია შედგა და ადამიანების რაოდენობა უკვე აჩვენებს იმას, რომ არავინ გაჩერებას არ აპირებს.
დღეს ხომ ბევრი ხალხია და გეგმა არის ამაზე მეტი ადამიანის გამოყვანა ქუჩაში, იმდენი ადამიანის გამოყვანა, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს.
რამდენიმე გამოსვლა იყო დაგეგმილი და ტექნიკური უზრუნველყოფა როგორ მოხერხდება არ ვიცი. ორი გადაწყვეტილება გვაქვს, უბრალოდ საჯაროდ არ ვლაპარაკობთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას. მგონია, რომ შიშის ამბავია, მაგრამ რისი ეშინიათ არ ვიცი, თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ არანაირ ექსცესებს ადგილი არ ექნება, თუ პროვოკაცია იქნება, მხოლოდ მათი მხრიდან იქნება. მეორე, ალბათ ძალის დემონსტრირებას ცდილობენ, არ გვინდა და არ გაგაკეთებინებთ, სხვა შინაარსი არ აქვს. რა გამოსვლა უნდა იყოს ისეთი? რისი ეშინიათ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს