Logo

ზურაბ ჯაფარიძე – დაამთხვიეს იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ციხეში ჰყავდეთ გამოკეტილი გვარამია

პოლიტიკა
1169
Frontnews image description

დაამთხვიეს იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ციხეში ჰყავდეთ გამოკეტილი გვარამია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შერჩევითი სამართალია.

“მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო, განსხვავებული მოლოდინი აქ არავის არ ჰქონდა. მაქსიმალური არის 15 დღე და აქედან 12 მიუსაჯეს.

კადრებში არაფერი არ არის, ეგ ისედაც გავრცელებული იყო და ყველამ ნახა, რაც ხდებოდა. სინამდვილეში, გასაგებია, რომ შერჩევითი სამართალია. დაამთხვიეს იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ციხეში ჰყავდეთ გამოკეტილი გვარამია”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს ნიკა გვარამიას სასამართლომ ადმინისტრაციული წესით 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები