ზურაბ ჯაფარიძე – დღეს უნდა დაინახოს ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ და არ დავთმობთ თავისუფლებას!


ავტორი
Front News საქართველო
დღეს უნდა დაინახოს ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ და არ დავთმობთ თავისუფლებას! – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძე მოქალაქეებს 19:00 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
“დღეს 19.00-ზე რუსთაველზე!
რასაც არ უნდა გრძნობდე, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო და ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული, დაფიქრდი, და მიხვდები, რომ სხვა გზა არ გვაქვს!
დღეს უნდა დაინახოს ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ და არ დავთმობთ თავისუფლებას!” , – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე