ზურაბ ჯაფარიძე – ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული ამბავი

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული ამბავი. ჩვენ ვართ იმ რეალობაში, სადაც ასობით ადამიანი არის ნაწამები, მათ შორის ჟურნალისტები, – მის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში რუსული რეალობაა.
“ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული ამბავი. ჩვენ ვართ იმ რეალობაში, სადაც ასობით ადამიანი არის ნაწამები, მათ შორის ჟურნალისტები. გვაქვს კონკრეტული ფაქტები დაფიქსირებული, როდესაც ადამიანებს ე.წ. “ტიტუშკები” ფიზიკურად უსწორდებიან და პოლიცია სრულად უმოქმედოა. არ გვყავს არცერთი დასჯილი ამ საქმეზე მაშინ, როცა ადამიანებს ციხეში უშვებენ, ან შეიძლება, გაუშვან იმის გამო, რომ რაღაც რკინაზე აკაკუნებდნენ, ან რაღაცას ჩიჩქნიდნენ იქ. წარმოუდგენელი სიგიჟეა, ეს არის ჩვეულებრივი რუსული რეალობა, რაც არ გვინდა და ამას დავამთავრებთ აუცილებლად”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე აქტივისტის პროცესია ჩანიშნული, მათ შორისაა პარლამენტის დროებითი ჯებირის დაზიანებაზე ბრალდებულები – ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის საქმე.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




