ზურაბ ჯაფარიძე – ეს იქნება კონფიგურაცია, რომელიც რუსულ რეჟიმს საშუალებას არ მისცემს, ოპოზიციური ფლანგიდან წაიღოს ხმები


ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციურ ფლანგზე, ისევე, როგორც კვლევაა ჩაშვებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება კონფიგურაცია, რომელიც ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს საშუალებას არ მისცემს, ოპოზიციური ფლანგიდან წაიღოს ოპოზიციური ხმები და ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომუნიკაცია აქვთ ყველა პარტიასთან გარდა გახარიასი.
“მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციურ ფლანგზე, ისევე, როგორც კვლევაა ჩაშვებული. საბოლოოდ, კვლევის შედეგებიდან და მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, რაღაც კონფიგურაციაზე შევთანხმდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება კონფიგურაცია, რომელიც ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს საშუალებას არ მისცემს, ოპოზიციური ფლანგიდან წაიღოს ოპოზიციური ხმები და ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამაზე ცალსახად შეთანხმებული ვართ, დანარჩენი მოლაპარაკებების საგანია. ვნახოთ, რა კონფიგურაცია შედგება. იცით, ჩემი და ჩვენი პრეფერენცია რაც არის, თუმცა არსებობენ სხვა პარტიები, რომლებსაც სხვა ხედვები აქვთ, მოლაპარაკების შინაარსიც ეს არის, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. აუცილებლად შევთანხმდებით. სავარაუდოდ, ეს არც ისე შორეულ მომავალში იქნება. “ლელო” არის ერთ-ერთი პარტია, რომელიც ჩართულია მოლაპარაკებებში, მასთან გვაქვს კონსულტაციები. ჩვენ ველაპარაკებით ყველას. გახარიასთან არ გვაქვს კომუნიკაცია, დანარჩენი ყველასთან.
ჩვენი აზრით, ერთიანი სია არის ყველაზე სწორი ფორმულა, მაგრამ, როგორც იცით, არსებობს განსხვავებული აზრები, არსებობენ პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არ არის სწორი ფორმულა. ჯერჯერობით მოლაპარაკებებია, ამაზე მეტს ვერ გეტყვით”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე – ჩვენ ვიქნებით იმ ფორმულის ნაწილი, რომელიც არ მისცემს საშუალებას ივანიშვილს, შეინარჩუნოს ძალაუფლება

ზურაბ ჯაფარიძე – ჯერჯერობით რაიმე სარწმუნო არგუმენტი არ მომისმენია, თუ რატომ ჯობია სხვა კონფიგურაცია ერთ დიდ ფრონტს

ზურაბ ჯაფარიძე – რუსულ რეჟიმს არ უნდა ძალაუფლება დაკარგოს და მეორე მხრივ, სტრატეგიული ამოცანა აქვთ, საქართველო მოაქციონ იზოლაციაში