
ავტორი
Front News საქართველო
ეს ქვეყანა თუ დასავლეთიდან იზოლაციაში დარჩა, როგორც ახლა არის, არავისთვის საინტერესო არ იქნება, მათ შორის არც ჩინეთისთვის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოს საკითხით დაინტერესებული იყო იმ კუთხით, რომ მისი ტვირთის საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში ევროკავშირთან საზღვარი გაუმარტივდებოდა.
"რა უნდა გააკეთონ აქ? რაც შეიძლება გააკეთონ ჩინეთთან, უკვე გვაქვს, პრობლემა ის არის, რომ ჩინეთისთვისაც კი ეს ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იყო საინტერესო, როცა ეს ქვეყანა მიდიოდა დასავლეთისკენ, როცა ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, როდესაც ჩინეთი ხედავდა, რომ აქამდე თუ მოიტანდა საკუთარ ტვირთებს, აქ გადაკვეთდა ევროკავშირის საზღვარს და არა სადღაც უფრო შორს. ეს იყო ჩინეთისთვისაც და საერთოდ ყველასთვის საინტერესო.
ეს ქვეყანა თუ დასავლეთიდან იზოლაციაში დარჩა, როგორც ახლა არის, არავისთვის საინტერესო არ იქნება, მათ შორის არც ჩინეთისთვის", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს