ზურაბ ჯაფარიძე – გასაგებია, რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში


ავტორი
Front News საქართველო
“გასაგებია, რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, მაგრამ მაინც”, – ასე ეხმიანება “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი,ზურაბ ჯაფარიძე ანჩისხატის დაბრუნების საკითხს.
“პრობლემა არის კონკორდატი და მისგან გამომდინარე პრივილეგიები, რამაც გადააქცია საპატრიარქო მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ორგანიზმად. პრობლემა არის მაღალი სასულიერო იერარქების ეთნო-რელიგიური ფუნდამენტალიზმი და საბჭოთა აზროვნება, რამაც, სხვა გარემოებებთან ერთად აქცია საპატრიარქო რუსეთის მთავარ საყრდენად ამ ქვეყანაში. ესაა პრობლემები, ქსენოფობიაა პრობლემა, შეუმწყანრებლობაა პრობლემა, ძალდობის და ანტი-ქრისტიანობის ქადაგებაა პრობლემა, ბიუჯეტიდან მილიონების მიღებაა პრობლემა, შავი ჯიპებია პრობლემა, გადასახადებისგან გათავისუფლებაა პრობლემა, მიწების, ტყეების და უძრავის ქონების საარჩევნო მხარდაჭერაში დაბარტერებაა პრობლემა, ფარისევლობაა პრობლემა, რუსეთის მორჩილებაა პრობლემა და ა. შ. და ა. შ.
თორემ ხატი ეკლესიისაა, ყოველთვის ეკლესიის იყო და აქამდეც უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოს. ‘აუ, ძალიან ძვირფასი ხატია და სახელმწიფო უფრო კარგად მოუვლის’ – საშიში ლოგიკაა, ამ ლოგიკით ყველას შეგიძლია ყველაფერი წაართვა თუ კარგად მოინდომებ და მოუნდომებიათ და წაურთმევიათ წარსულში არაერთხელ.
პ.ს. გასაგებია რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, მაგრამ მაინც”- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატის კარედის გადაცემას კიდევ ერთხელ ითხოვს. წერილი კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრისა და თეა წულუკიანის 2 აგვისტოს გააგზავნა.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე – ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა

ზურაბ ჯაფარიძე – ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში

ზურაბ ჯაფარიძე – დღეს უნდა დაინახოს ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ და არ დავთმობთ თავისუფლებას!