ზურაბ ჯაფარიძე - გიორგი ვაშაძის ჩართვა გააძლიერებს პროცესს

ავტორი
Front News საქართველო
ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძის პროცესებში ჩართვა გააძლიერებს პროცესს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დრო უნდა მიეცეს გიორგი ვაშაძეს ადაპტაციისთვის.
“ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძის პროცესებში ჩართვა გააძლიერებს პროცესს, უბრალოდ, მაინც მე მგონია, რომ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ - ოჯახთან გაატაროს დრო და ადაპტაციაც გაიაროს.
მართალია, ახლა კი საუბრობს და კომენტარებს იძლევა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა განცდა არის ეს ყველაფერი.
რომ გამოდიხარ, ცოტა უცნაური განცდა არის მაინც, ეიფორიისმაგვარ რაღაცაშია და ცოტა დრო სჭირდება, რომ დალაგდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ერთობის მომხრეა და პროცესებში მონაწილეობას აპირებს.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




