Logo

ზურაბ ჯაფარიძე - გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი

პოლიტიკა
404
Frontnews image description

ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან.

"პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი. ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის  ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რამდენიმე საათში დაიწყება. დღეს გირაოს გადახდის ვადა იწურება და შესაძლოა, გირაო პატიმრობით შეიცვალოს, რადგან ის გადახდას არ აპირებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები