ზურაბ ჯაფარიძე – გვაქვს სხვადასხვა სიები წამოღებული იმ ადამიანების, რომლებიც, ჩვენი აზრით, დასასანქცირებლები არიან


ავტორი
Front News საქართველო
გვაქვს სხვადასხვა სიები წამოღებული იმ ადამიანების, რომლებიც, ჩვენი აზრით, დასასანქცირებლები არიან. იქ არიან ყველანაირი ტიპის ხალხი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე პრინციპული საკითხი არის რუსთაველზე გასვლა და დგომა ყოველ საღამოს.
“გვაქვს სხვადასხვა სიები წამოღებული იმ ადამიანების, რომლებიც, ჩვენი აზრით, დასასანქცირებლები არიან. იქ არიან ყველანაირი ტიპის ხალხი.
ყველაზე პრინციპული საკითხი არის რუსთაველზე გასვლა და დგომა ყოველ საღამოს. ყველაფერი დგას პროტესტზე, რომელიც არის რუსთაველზე. მიუხედავად იმისა, როგორი ტიპის კრიტიკა იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს პროტესტი გასაძლიერებელი და გასაფართოებელია. ამ პროტესტმა, საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მხარდაჭერა გარედან, დაკავშირებულია იმაზე, რაც ხდება რუსთაველზე”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს