ზურაბ ჯაფარიძე – გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს, 166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად


ავტორი
Front News საქართველო
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და ნიკა მოსიაშვილს 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით ასამართლებენ, რაც ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
“გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს, 166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად, ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.
მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო.
ანუ, ვიღაც ქალის ხმა რომ ისმოდა – ‘მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში …’ – ამას რატომ არ დაემრჩილეთ და არ დაიშალეთო, რა ბელორუსი, ნიკარაგუა ვართ”, – წერს ჯაფარიძე.
მოსიაშვილი და ჯაფარიძე აქციაზე 7 მარტს დააკავეს. დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzurabj%2Fposts%2Fpfbid0j25YY9fCEw1und4D1eqijHQUHNgJUznYGXbnB6P9mrRGLEW9RmML3qTtu3Lfckp6l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”219″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე