
ავტორი
Front News საქართველო
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, “ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ გაითვალისწინებს.
“არ მჯერა, რომ ამ რეზოლუციებს რაიმე წნეხის გავლენა შეიძლება, ჰქონდეს “ქართულ ოცნებაზე“, მათ ეს ზღვარი გადალახული აქვთ. დიდი ხანია, რაც გადალახეს ეს ზღვარი. მნიშვნელოვანი ზღვარი იყო, როდესაც შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტი გადაგვახიეს თავზე, მათ შორის ევროკავშირს და ამერიკასაც. ამის შემდეგ ის ილუზია, რომ ევროკავშირი რაღაც რეზოლუციას მიიღებს ან ევროპარლამენტში რაღაცას იტყვიან და ესენი აქ ანგარიშს გაუწევენ, აღარ მაქვს. ამათ ფეხზე ჰკიდიათ დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა, რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა. ამას ყიდიან, როგორც დაპირისპირებას არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ არჩევანს, როგორც მშვიდობასა და ომს შორის, აშტერებენ ხალხს. ამიტომ, არ მჯერა, რომ რაიმე გავლენა ექნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია 15 თებერვალს მიიღო.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს