
ავტორი
Front News საქართველო
ის, რომ არ რეგისტრირდებიან სამოქალაქო ორგანიზაციები, კარგია, ეს თავიდანვე ცხადი და გასაგები იყო. აბსოლუტურ უმრავლესობას გააზრებული ჰქონდა, რომ ეს რეგისტრაცია და დამღის მოწებება არის პირველი ნაბიჯი, ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში აღარ იარსებებს აღარც სამოქალაქო სექტორი და აღარც კრიტიკული მედია.
“ის, რომ არ რეგისტრირდებიან სამოქალაქო ორგანიზაციები, კარგია. ეს თავიდანვე ცხადი და გასაგები იყო. აბსოლუტურ უმრავლესობას გააზრებული ჰქონდა, რომ ეს რეგისტრაცია და დამღის მოწებება არის პირველი ნაბიჯი, ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში. ჯერ მიგაწებებენ დამღას და შემდეგ ამ დამღაზე აწებებენ დამატებით შეზღუდვებს, რაც საბოლოო ჯამში, მიდის იმისკენ, რომ ქვეყანაში აღარ იარსებებს აღარც სამოქალაქო სექტორი, აღარც კრიტიკული მედია, ცალკე წამოწყებულია პროცესი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ და აღარც კრიტიკული ოპოზიციური პარტიები, ეს არის ის გზა, რაც გაიარა ყველა ასეთმა კანონმა, ყველა ქვეყანაში, სადაც მიიღეს და არაფერს ახალს ესენი არ აკეთებენ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაცია დღეს სრულდება.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს