Logo

ზურაბ ჯაფარიძე - ისევ 5 000-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს და პლუს, კიდევ ერთხელ ჩამომართვეს იარაღის ტარების უფლება

პოლიტიკა
6 საათის წინ / 16:47
77
Frontnews image description

ისევ 5 000-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს და პლუს, კიდევ ერთხელ ჩამომართვეს იარაღის ტარების უფლება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამით პროტესტს ვერ გააჩერებენ.

"ისევ 5 000-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს და პლუს, კიდევ ერთხელ ჩამომართვეს იარაღის ტარების უფლება. რას ნიშნავს, სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, ჩამორთმეული მქონდა იარაღის ტარების უფლება 3 წლით, მაქსიმალური ვადით ისედაც და მეორე ჩამომართვა ახლა სასამართლომ. ამით პროტესტს ხომ ვერ გააჩერებენ?! ჰგონიათ, მუშაობენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 000 ლარით დააჯარიმეს და იარაღის ტარების უფლება ხელმეორედ შეუზღუდეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები