Logo

ზურაბ ჯაფარიძე – ხალხი, ვინც რუსთაველზე გამოდის, აპირებს პროტესტი გააგრძელოს

პოლიტიკა
598
Frontnews image description

პროტესტი გაგრძელდება. მნიშვნელოვანი თარიღია 14 დეკემბერი, როდესაც პარლამენტის შენობაში აპირებენ, რაღაც არჩევნები ჩაატარონ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ხალხი, ვინც რუსთაველზე გამოდის, აპირებს პროტესტი გააგრძელოს.

“შემდეგი მიმართულებაა პროტესტის დროს დაკავებული და ფიზიკურად დაშავებული ადამიანების დახმარება. ჩვენი რესურსების ფარგლებში უზრუნველვყოფთ ამ ადამიანების იურიდიულ დახმარებას.

პროტესტი გაგრძელდება. შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღია 14 დეკემბერი, როდესაც პარლამენტის შენობაში აპირებენ, რაღაც არჩევნები ჩაატარონ, რომლის ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს, ისევე როგორც არ აღიარებენ იმ პარლამენტის ლეგიტიმურობას, რომელიც ახლა იქ არის შეკრებილი.

ვაპირებთ, პროტესტი გავაგრძელოთ. ხალხი, ვინც რუსთაველზე გამოდის, აპირებს პროტესტი გააგრძელოს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები