
ავტორი
Front News საქართველო
არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, პირიქით, მგონია, რომ ესენი ყველანაირად ეცდებიან ამ გზაზე კიდევ გააფუჭონ რაღაცები, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
“არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, პირიქით, მგონია, რომ ესენი ყველანაირად ეცდებიან ამ გზაზე კიდევ გააფუჭონ რაღაცები, მათ შორის, მგონია, რომ თუ მაგალითად, გერმანიის კანცლერმა უთხრათ, გააკეთეთ ეს და მხარს დავუჭერთ კანდიდატის სტატუსს, ესენი საპირისპიროს გააკეთებენ.
ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და აღვადგინოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, ევროპისკენ, ნატო-ში ინტგრაციისკენ, ეს არის ამ ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლებაში გვყავს რუსები, მანამ, სანამ ხელისუფლებაში არიან რუსები, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ რაღაცნაირად წავალთ წინ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს