ზურაბ ჯაფარიძე - მოლოდინი არის, რომ სავარაუდოდ, დამაკავებენ


ავტორი
Front News საქართველო
მოლოდინი არის, რომ სავარაუდოდ, დამაკავებენ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
"მოლოდინი ისაა, რომ სავარაუდოდ, დამაკავებენ. წინასწარ მქონდა გაცხადებული, რომ მე გირაოს გადამხდელი არ ვიყავი და ზოგადად, არ ვაპირებ ამ რეჟიმის მიერ დაწესებული არანაირი უგუნური, რაც არ უნდა იყოს, ქმედებების შესრულებას. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ მასკარადში მივიღო მონაწილეობა, ამიტომ, მოლოდინია, რომ დამაკავებენ.
ჩემმა ადვოკატმა რამდენჯერმე მოითხოვა თეა წულუკიანის მოსვლა, რომ აეხსნა, რატომ მეძახის იმ მასკარადში და ყოველ ჯერზე უარი მივიღეთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა