
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, ამ კანონმა რა ვითარება შექმნა და რა არის გამოსავალი. დღეს საღამოს იქნება ბრიფინგი მედიისთვის და დეტალურად ისაუბრებს ყველაფერზე, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა სხვა დეტალი საღამოს ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
“დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი გზავნილები იყო, რომ ამერიკა გვერდში დაუდგება ამ ქვეყანას, მოქალაქეებს და ის არ მიატოვებს ქართულ დემოკრატიას. ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, ამ კანონმა რა ვითარება შექმნა და რა არის გამოსავალი. დღეს საღამოს იქნება ბრიფინგი მედიისთვის და დეტალურად ისაუბრებს ყველაფერზე.
შეხვედრაზე ვეტოსთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. რაც შეეხება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდეს შინაარსობრივ განხილვაში, სწორია. ამ კანონის სულისკვეთება თავიდან ბოლომდე არის რუსული. თითოეულ მუხლზე და სიტყვებზე საუბარი სასაცილოა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს