
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ NDI-ის მისიამ თავის პირველ ანგარიშში დააფიქსირა კონკრეტული რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი, რომ უცხოეთში ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სადამკვირვებლო მისია ამ საკითხს საქართველოში ყოველთვის დაუბრუნდება და შეამოწმებს, რა გაკეთდა ამ კუთხით და რა – არა.
“ჩვენ რასაც მივაღწიეთ, მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად და სამოქალაქო სექტორმა არის ის, რომ პირველმა სადამკვირვებლო მისიამ, NDI-ის მისიამ თავის პირველ ანგარიშში დააფიქსირა კონკრეტული რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი, რომ უცხოეთში ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა უნდა მოხდეს გამჭვირვალედ და უფრო ეფექტურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი შემდგომი შეფასებისას ისინი დაუბრუნდებიან ამ საკითხს და შეაფასებენ ამ საკითხში რამე გაკეთდა, თუ არ გაკეთდა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს