ზურაბ ჯაფარიძე – ნებისმიერი პროცედურა ამ პარლამენტში საბოლოო ჯამში აწყობს ივანიშვილს

ავტორი
Front News საქართველო
ეს ინტერპელაცია და ნებისმიერი პროცედურა ამ პარლამენტში საბოლოო ჯამში აწყობს ივანიშვილს, – ამის შესახებ “გირჩი მეტი-თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იქმნება სურათი, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და პარლამენტში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების ლეგიტიმაციას ახდენს.
“ჩემი აზრით, ეს ინტერპელაცია და ნებისმიერი პროცედურა ამ პარლამენტში ხატავს სურათს, რომ ვითომ ჩვენ გვაქვს პარლამენტი, ვითომ იქ არის პოლიტიკური დისკუსია, იმართება დებატები, ყველაფერი საბოლოო ჯამში აწყობს ივანიშვილს, რომელსაც ძალაუფლება აქვს ამ ქვეყანაში მიტაცებული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, რომ ხელისუფლება კრემლიდან იმართება, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლების ქმედებები ქვეყნისთვის საზიანოა.
“კომუნიკაცია რომ აქვთ დადასტურებულია და თვითონაც არ უარყოფენ, რომ კომუნიკაცია აქვთ. მათ შორის არის კითხვის ნიშნები უკრაინის კონტექსტში, ირანული თვითმფრინავები რას ეზიდებოდნენ საქართველოს გავლით, ასეთი კითხვები უამრავი არსებობს, უბრალოდ მაგის დამტკიცება, რომ ვიღაც ურეკავს ივანიშვილს ლუბიანკიდან თუ არ ურეკავს, შესაძლებელი იქნება, როდესაც ხელუსუფლება შეიცვლება. მე ასეთი მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ეს არც არის აუცილებელი, ჩემთვის საკმარისია ის, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეს შედის რუსეთის ინტერესებში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




