Logo

ზურაბ ჯაფარიძე - პირდაპირ წერია, რომ საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე

პოლიტიკა
231
Frontnews image description

საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, წერილში საუბარია, რომ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით  ძალიან სერიოზული პრობლემებია.

"საუბარია იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პრობლემები არის, ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის საუბარია იმაზე, რომ  იმის გამო, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ეს საკითხები წარმოადგენს საფუძველს უვიზო მიმოსვლის არსებობის შენგენის ზონასთან და პირდაპირ წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა საუბარია მექანიზმის ამუშავებაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონეებისთვის შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, თუმცა როგორც მეორე ნაბიჯი, პირდაპირ წერია, რომ საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემები არ იქნება აღმოფხვრილი, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები