Logo

ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკოსის განცხადების გამო გასამართლება და დაკავება არის სიგიჟე, ეს არის პოლიტიკური მოტივით

პოლიტიკა
273
Frontnews image description

პოლიტიკოსის განცხადების გამო გასამართლება და დაკავება არის სიგიჟე, წარმოუდგენელი რამ, ეს არის პოლიტიკური მოტივით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოწმე სპეცრაზმელის ჩვენება არის აბსურდი.

"პოლიტიკოსის განცხადების გამო გასამართლება და დაკავება არის სიგიჟე, წარმოუდგენელი რამ, მეორეა ის, რომ არაფერი ისეთი არ უთქვამს მას, რაც თუნდაც არსებულ იდიოტურ რეგულაციებს ეწინააღმდეგება და მესამე სიგიჟეა, რომ სპეცრაზმელმა თქვა - ხაბემ თქვა, თუ არ დაემორჩილებით მათ ბრძანებას და აქეთ მხარეს გადმოხვალთ, ამის გამო ბიუჯეტიდან მომავალში რაღაც თანხას მიიღებთო, ეს იყო ჩემთვის შეურაცხმყოფელიო. ეს ხომ სიგიჟეა, რა შუაშია, ამით ადამიანს ბრალდება წარუდგინო, დააკავო და ციხეშიც შეზღუდვები დაუწესო უკანონოდ, აბსურდია. ხაბეიშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივითაა, პოლიტიკური ანგარიშსწორების შედეგია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღევანდელ პროცესზე ლევან ხაბეიშვილს დაკითხავენ.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები