
ავტორი
Front News საქართველო
ყველა ადამიანი ვიცით უბნის დონეზე, რომლებიც ჩართული იყვნენ გაყალბების პროცესში. პროტესტი და წნეხი კალანდარიშვილზე და ცესკოზე – ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც ქუჩაში გამოვა, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკომ მაქსიმუმ, 21 ნოემბრამდე უნდა გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმი.
“დედა ეტირებათ ყველას. ყველა ადამიანი ვიცით უბნის დონეზე, კომისიის წევრები, რომლებიც ჩართული იყვნენ გაყალბების პროცესში. ეს პროცესი გავა საარჩევნო სისტემის შიგნით, ამის მერე იქნება სასამართლო, სადაც ეს ყველაფერი მიდის მურუსიძესთან. ვინმეს აქვს იმედი, რომ სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს? არ გვაქვს, უბრალოდ ეს პროცესი გასავლელია და საბოლოო ჯამში, მივდივართ იქამდე, რომ ცესკომ უნდა გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმი და ეს იქნება მაქსიმუმ, 21 ნოემბერს.
პროტესტი და წნეხი კალანდარიშვილზე და ცესკოზე – ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც ქუჩაში გამოვა, რომ საქმე ახლა არის ეს. მთავარი ეტაპი ახლა არის წნეხი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს