
ავტორი
Front News საქართველო
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება ახლა ჩვენ გვქონდეს, ეს არის კონსოლიდაცია და ამ ხელისუფლების გაშვება, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, – ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სამი პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯაფარიძის განცხადებით, ყველასათვის ცხადია, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს ევროპარლამენტის რეკომენდაციების შესრულებას.
“ვეხმიანებით ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის მხარდაჭერას, გარკვეული ნაწილი ამ ანგარიშის საზოგადოებამ უკვე ნახა. ყველასთვის კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ “ქართული ოცნება“ არ აპირებს ზაფხულში დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებას, პირიქით, ამ 4 თვის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ“ გადადგა რიგი ნაბიჯებისა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის 12 პუნქტის სულისკვეთებასთან. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება ახლა ყველას ჩვენ გვქონდეს, ეს არის კონსოლიდაცია.
ეს ეხება არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ საზოგადოების ყველა წევრს, რომლისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, კონსოლიდაცია და ამ ხელისუფლების გაშვება, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს