
ავტორი
Front News საქართველო
ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა. მე არ ვიცი ახლა ასეთი მზაობა რამდენად არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორთან, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გასცეს პასუხი.
“ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე 26 ოქტომბერს. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს.
ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა. მე არ ვიცი ახლა ასეთი მზაობა რამდენად არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორთან”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს