ზურაბ ჯაფარიძე – ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი, განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ ეცდებიან, საკუთარ თავს ლეგიტიმაცია მისცენ


ავტორი
Front News საქართველო
როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი, განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, ამაღამ კარვებსაც გაშლიან.
“პროტესტი აჩვენებს, რომ ხალხი არ ეგუება იმ რეალობას, რომელშიც გვამყოფებენ. არ ეგუებიან იმას, რომ არჩევნები მოგვპარეს და მიგვაქანებენ რუსეთში. ისინი გვაკარგვინებენ შესაძლებლობას, რომელიც არცერთ თაობას ამ ქვეყანაში არ ჰქონია, რომ სადღაც 6 წელიწადში ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი, განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ. ორი აქციაა ჩანიშნული – ერთი დღეს 21:00 საათზე და მერე ხვალ 9:00 საათზე. ყველა უნდა გამოვიდეს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე – არ შეიძლება, არანაირად, რომ მარტივად ჩაიაროს ამ ამბავმა

ზურაბ ჯაფარიძე – ოპოზიციად წოდებული პარტიების ნაწილი რატომ ისულელებს თავს და რატომ ატყუებს საკუთარ მხარდამჭერებს, ნაკლებად მესმის

ზურაბ ჯაფარიძე – ხვალინდელი დღე არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, უნდა გამოვიდეს ყველა, ვისაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებს