ზურაბ ჯაფარიძე - ყველამ მინდა ერთად ვეცადოთ, რომ ეს დღე არ დარჩეს უბრალოდ დღედ, როცა საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ყველამ მინდა ერთად ვეცადოთ, რომ ეს დღე არ დარჩეს უბრალოდ დღედ, როცა საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეიქმნა ოპოზიციის ალიანსი, რომელიც შეთანხმდა საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, ისევე როგორც ერთობლივ ხედვებსა და წესებზე.
"შეიქმნა ოპოზიციის ალიანსი, რომელიც შეთანხმდა საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, ისევე როგორც ერთობლივ ხედვებსა და წესებზე.
გულწრფელად მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც აქაა. ძირითადად, მათი ნამუშევარია და დიდი შრომა აქვთ ჩადებული. მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ პატიმრობაში ვიყავით, მათ დიდი შრომა ჩადეს და ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ყველამ მინდა ერთად ვეცადოთ, რომ ეს დღე არ დარჩეს უბრალოდ დღედ, როცა საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




