Logo

ზურაბ ჯაფარიძე - ყველაფერი არის ერთად ჩაყრილი და ჯამში, არც არაფერი არ არის

პოლიტიკა
158
Frontnews image description

იმ რაღაც 45 ტომში დღემდე გაურკვეველია, საერთოდ რა ხდება, რომელი გვერდი, რომელი ტომი ვის მიემართება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოწმე პოლიციელები ზღაპრებს ჰყვებიან.

"იმ რაღაც 45 ტომში დღემდე გაურკვეველია, საერთოდ რა ხდება, რომელი გვერდი, რომელი ტომი ვის მიემართება.

ბევრჯერ მითქვამს, ყველაფერი არის ერთად ჩაყრილი და ჯამში, არც არაფერი არ არის. არსებობს მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის ჩვენება, რომლებიც ზღაპრებს ჰყვებიან, რომ დაინახეს, ჩვენ იქ ვიყავით, თითქოს, ვიღაცას რაღაცაზე მოვუწოდებით, ოღონდ რას მოვუწოდებდით, ეგეც არ ესმოდათ. ეს არის სისულელე.

გამოვალ სიტყვით თუ არა,  ეგეც არ ვიცი წინასწარ, მე წინასწარ მომზადებული სიტყვები არ მაქვს ხოლმე, ვნახავ, როგორ წარიმართება პროცესი და თუ რამის თქმა დამჭირდება, ვიტყვი",  - განაცხადა ზურაბ  ჯაფარიძემ.

გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები